სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.
კონგრესის წევრებთან ზელენსკის შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან შუმერმა თავი შეიკავა.
"იყო ერთადერთი წინადადება, რომელიც შემაჯამებელი გახდა, და მე ამ წინადადების სიტყვა-სიტყვით ციტირებას მოვახდენ. ბატონმა ზელენსკიმ განაცხადა: "თუ ჩვენ არ მივიღებთ დახმარებას, ომს წავაგებთ," – განაცხადა სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა.
თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, კევინ მაკკარტის განცხადებით, მას თავისი პოზიცია არ შეუცვლია და უკრაინისთვის 24 მილიარდის აშშ დოლარის მოცულობის პაკეტის გადაცემას ის მხარს არ დაუჭერს.